შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. არსებული ინფორმაციით, გომელაური BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით გამოკითხეს. როგორც ცნობილია საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ მასალაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
საკითხი მეხუთე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია.
საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბიბისის ფილმში მოყვანილი მასალები საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველს ქმნის.
მმართველ გუნდში კი ბიბისის სიცრუის, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ამისთვის საერთაშორისო მედიას პასუხი მოეთხოვება.
