მოსახლეობის აღწერა იწყება

11 ნოემბერი 2024, 14:10 257 ნახვა

საქართველოში პირველად  მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ელექტრონულად ჩატარდება. მონაცემების შეგროვება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდება, მოქალაქეებს კითხვარი შევსება საქსტატის ვებგვერდზე შეეძლებათ. ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში  ინფორმაციას საქსტატის 12 ათასი ინტერვიუერი  კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეაგროვებს. 

გარდა  მოსახლეობის რაოდენობის აღწერისა, უნდა შეგროვდეს ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო აქტივობის შესახებაც.

აღწერის კითხვარი სამი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი აგროვებს ინფორმაციას მოსახლეობის შინა მეურნეობის სიითი შემადგენლობის ასევე საცხოვრისის მდგომარეობის შესახებ.

მეორე ნაწილი კი  პერსონალური კითხვარია, მესამე ნაწილი   სასოფლო სამეურნეო აქტივობის შესახებ  ინფორმაციას მოიცავს. 

აღწერის წინასწარი შედეგები 6 თვეში გახდება ცნობილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში