ქობულეთში დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ იმსჯელეს.
ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით სოფელ კვირიკეში ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული, ეროვნული გმირის, ბესიკ შაინიძის სახელი მიენიჭება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            