ხულოს საკრებულოს სხდომა 

26 ივნისი 2025, 14:13 125 ნახვა

ხულოს მერია სოფელ ვაშლოვანში მდებარე  საკუთრებაში რეგისტრირებულ  672 კვ მეტრ  არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცემს შემდგომში სატყეო  სააგენტოს სარგებლობაში გადაცემის მიზნით. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე  მიიღეს. 

სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიიდან გამოტანილ  ტყისთვის უსარგებლო დაზიანებულ  მცენარეებს ადგილობრივები საშეშედ შეღავათიან ფასად  შეიძენენ.

დღესვე სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა  ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც საპატიო ხულოელებმა მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ და სოციალური შეღავათებით უნდა ისარგებლონ. ინიციატივა მერიას წარედგინება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში