ცვლილება ქობულეთის ბიუჯეტში - საკრებულოს სხდომა

30 აპრილი 2025, 14:08 108 ნახვა

ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მერიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც  გელაურში ახალი ჩოგბურთის მოედანი აშენდება, ასევე, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. გარდა ამისა გეგმებს შორისაა  აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარებისა  და მერიის წინ არსებული ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაც. 

ქობულეთის მერმა დღესვე   რამდენიმე სასტარტო პროექტზეც ისაუბრა. იმსჯელეს მოახლოვებულ ტურისტულ სეზონზეც. კერძოდ მოსამზადებელ  სამუშაოებს.

განიხილეს  პლაჟზე საშხაპეების, გასახდელი კაბინებისა და  ასევე ძაღლების საშხაპეების განთავსებაზეც.

სხდომაზე, გახარია საქართველოს წევრმა ფიჭვნარის დასახლებაში არსებული მუნიციპალური სასაფლაოს მოწესრიგების საკითხი დასვა.  

სხდომის ბოლოს, კი  მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ის და შპს წარმომადგენლებმა, შესრულებული სამუშაოებზე ანგარიში წარადგინეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში