ბაღის ყოფილი დირექტორი პოსტს არ თმობს

02 მაისი 2017, 00:00 3219 ნახვა

დაპირისპირება მეექვსე საბავშო ბაღში. გამგის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების  განხორციელების საშუალება არ მიეცა. როგორც ირმა მეგრელიძე აცხადებს, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატალია ზოიძეს ის დღეს თანამშრომლებისთვის უნდა წარედგინა, რა დროსაც ბაღის ყოფილი გამგე ლიანა თავაძე, შენობაში შევიდა და მისი დანიშვნა გააპროტესტა. ლიანა თავაძე თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს, სასამართლოს ორ ინსტანციაში პროცესი წაგებული აქვს და ახლა მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებას და სამსახურში აღდგენას ელოდება.

გამოძახებული იყო პოლიციაც, თუმცა ლიანა თავაძემ სამართალდამცავებს ჩვენება არ მისცა. მეექვსე ბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბაღების გაერთიანებაში კომენტარი არ გააკეთეს. ლიანა თავაძე ბაღში მისვლას ხვალაც გეგმავს, დღეს კი სამუშაო დღის დასრულებამდე მან გამგის კაბინეტი არ დატოვა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში