უწყვეტი პროტესტი ბათუმში გრძელდება - მომიტინგეები ტრადიციულად უცვლელ ლოკაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ 19 საათიდან იკრიბებიან.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე აქციების დროს დაკავებული პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.