მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი - ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა

08 მაისი 2025, 17:53 122 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამომცემლობა ,,ბათუმელებისა" და ,, ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის საქმის არსებითი განხილვა 5 საათია მიმდინარეობს. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში პროკურატურის ცნობით, დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს იგი დაკავებამდე არ იცნობდა, თუმცა მისივე თქმით, რომ სცოდნოდა ჟურნალისტი იყო მაინც დააკავებდა, რადგან მან სახეში დაარტყა.
მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეებს იმ კონკრეტულ დღეს უარყოფითი განწყობა ჰქონდათ პოლიციელების მიმართ. დგებუაძის რწმუნებით, არც მორალურად, არც მის მიერ გაცემული ბრძანებით არ დაუმსახურებია, რომ ვინმეს მოექაჩა მისთვის.
დაცვის მხარის კითხვაზე ხედავს თუ არა, ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელის მხრიდან საფრთხეს ასე უპასუხა: ჩემს მიმართ არა, თუმცა პოლიციაში ბევრი სამართალდამცველი მუშაობს, გრძელდება აქციებიც შესაძლოა სხვას დაესხას თავს.
დაცვის მხარის თქმით, მზია ამაღლობელის დევნა მიზანმიმართულად მიმდინარეობს და პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება. დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობაც დააყენეს და ითხოვენ მტკიცებულებების ნაწილში სამი ვიდეო-მასალის დამატებას,მათივე განმარტებით საპოლიციო სიყალბის დემონსტრირებისთვის.
პროკურატურა მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში