პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით, ხუთშაბათს ინდოეთი პაკისტანს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს და ოთხი ჯარისკაცი დაჭრა. ინდოეთმა, თავის მხრივ, მეზობელი ქვეყანა დაადანაშაულა თავდასხმის მცდელობაში.
ბირთვული იარაღის მქონე მეტოქეებს შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. ინდოეთმა აღიარა, რომ პაკისტანს თავს დაესხა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოიღო მიზანში და ამით „გაანეიტრალა“ პაკისტანის მცდელობები, განეხორციელებინა თავდასხმა.
ისლამაბადმა თქვა, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. ორი მხარის მიერ მოწოდებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ამჟამად შეუძლებელია.