პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

10 მაისი 2025, 10:06 120 ნახვა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

პაკისტანის სამხედრო წყაროების ცნობით, სულ მცირე, სამი „ფატაჰ 2“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს ინდოეთის სამხედრო ობიექტების მიმართულებით. პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, მათ შორის რაკეტების საწყობს და აეროდრომებს.

კონფლიქტი 22 აპრილს დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პაჰალგამის მახლობლად ტერორისტების თავდასხმას 28 სამოქალაქო პირი, ძირითადად ტურისტები, ემსხვერპლნენ. ინდოეთმა პაკისტანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ, 7 მაისს ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირსა და პენჯაბის პროვინციებში განახორციელეს დარტყმები.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ინდოეთსა და პაკისტანს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ, დაუყოვნებელი დეესკალაციისკენ და პირდაპირი დიალოგისკენ" მოუწოდეს.

კონფლიქტის გამო პაკისტანის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა ყველა ტიპის ფრენისთვის, ხოლო ინდოეთის ჩრდილოეთსა და დასავლეთში, სულ მცირე, 25 აეროპორტი დაიხურა.

ორივე ქვეყანა ფლობს ბირთვულ იარაღს, რაც საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობის გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში