"ათინათის" ორი სპექტაკლი ათენში 

10 მაისი 2025, 10:58 84 ნახვა

ჰოლანდიაში მოქმედმა ქართველმა ემიგრანტმა თეატრალებმა „ათინათი“ საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ბერძენი მაყურებლისთვის დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ორი სპექტაკლი წარადგინა.

პირველ დღეს მაყურებელმა „დარისპანის გასაჭირი“ იხილა, რომლის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა, ხოლო მეორე დღეს რეჟისორ ბადრი წერედიანის მიერ დადგმული „სამანიშვილის დედინაცვალი“ ითამაშეს.

სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარა, რომელსაც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დროს ორივე სპექტაკლს საერთაშორისო სამოყვარულო ფესტივალებზე გრან-პრი და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მოპოვებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში