ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ხვალ ღია კარის დღეა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს წარადგინოს რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.
ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს 8 მიმართულებით, ყველა ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებს.
ღია კარის დღეზე დასაწრებად და მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო წინასწარი რეგისტრაცია.