ხმაური იყო აქციაზე დაკავებულების სასამართლოზე

15 მაისი 2025, 17:48 98 ნახვა

ხმაური იყო ცოტახნის წინ თბილისი საქალაქო სასამართლოში, სადაც 5 საათზე მეტია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის დროს ერთ-ერთი მოწმე დაზარალებული პოლიციელის განცხადებას, სადაც მან ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა.
სხდომა პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა დამსწრემ დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა იგი დარბაზიდან გაძევა.
მოსამართლემ ასევე შენიშვნა გამოუცხადა ბრალდებულებსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის წინააღმდეგ ჩვენებას დღეს მოწმე პოლიციელები აძლევენ.
ერთ-ერთმა მოწმემ ნიკოლოზ ხურცილავამ მოსამართლეს უთხრა რომ მას აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს და მიიღო დაზიანება, თუმცა მოწმე პოლიციელმა ბრალდებულები ვერ ამოიცნო.
მოწმეთა გამოკითხვამდე განცხადების უფლებით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. რევაზ კიკნაძემ საგამოძიებო კომისიის მიერ დაჯარიმებულ პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა გირაო არ გადაეხადათ და თანამებრძოლები არ მიეტოვებინათ.
დაკავებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი