რომის პაპის ლეო XIV ინაუგურაციას წმინდა პეტრეს მოედანზე 250 ათასამდე მომლოცველი, მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან. ცერემონიაზე იქნებიან უკრაინის პრეზიდენტი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტიც.
საინაუგურაციო წირვა ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება და რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველად, ამერიკელი პაპი ოფიციალურად დაიწყებს საქმიანობას. წმინდა პეტრეს მოედანზე ლეო XIV უკვე მივიდა და მომლოცველები დალოცა.