ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. კერძოდ, დაგეგმილია მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც გათვლილია ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომასა და პირისპირ შეხვედრების ორგანიზებაზე.
თითოეულ ქვეყნის 4 ქალაქში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები უნდა ჩატარდეს, სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ ინტერვიუები, სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემები, გარე რეკლამები, ასევე ბეჭდურ, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდება.