„სილქნეტისა“ და მერიის თანამშრომლები დადიოდნენ კორპუსების სახურავზე, მერიის თანამშრომელს ჰქონდა ნაჯახი და „სილქნეტის“ თანამშრომელის მითითებით ჭრიდა „კავკასუსის“ კაბელს - გიორგი იაკობაშვილი

20 მაისი 2025, 11:05 99 ნახვა

ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ონლაინგამოცემა presa.ge-ს დაარსებასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„პირველი ნახტომისებური წინსვლა იყო 2007 წლის 10-11 ნოემბრისთვის. ჩვენ ჩაგვივარდა ექსკლუზიური ინფორმაცია, სინამდვილეში, როგორ მოხდა სააკაშვილის გადადგომა, რომ ეს იყო ამერიკის ელჩის ზეწოლა, დედის გინებით და წივილ-კივილით. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის. ამაზე ჩვენ მოვამზადეთ მასალა, რომელიც გამოქვეყნდა, როზეტა ჯღამაიას მასალა იყო. აქედან დაიწყო უკვე presa.ge-ს არნახული პოპულარობა, არნახული გავლენა, რამაც პიკს მიაღწია 2009 წელს“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

ამასთან, იაკობაშვილმა ისაუბრა კომპანია „კავკასუს ონლაინისა“ და presa.ge-ს თანამშრომლობის შესახებ და „კავკასუს ონლაინის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

„ამის პარალელურად მინდა, ვისაუბრო „კავკასუს ონლაინის“ ბედთან, რაც დაემართა ამ კომპანიას. 2008 წლის განმავლობაში მამია სანადირაძემ შეძლო, მოეზიდა ინვესტორები და შავ ზღვაში ჩადო ინტერნეტკაბელი. ეს იყო უნიკალური კაბელი, რომელიც, თუ არ ვცდები, სინგაპურს აკავშირებდა ვიღაცასთან. ბევრი იწვალა, გააკეთა, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, მაგრამ ფოთამდე რომ მოვიდა, ფოთიდან თბილისამდე უკვე დაკავშირება აუკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებამ. ალბათ ვიღაც იყო დაინტერესებული, ცხადია, ამის გარეშე არაფერი კეთდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი შეჩერდა, თუმცა „კავკასუსმა“ მაინც მოახერხა და ამის პრეზენტაცია გააკეთა. თან უკვე მოლაპარაკებებიც იყო დასრულებული აზერბაიჯანთან. საქართველოს საშუალებით ინტერნეტი უნდა მიწოდებულიყო ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. მოლაპარაკებები დასრულებული იყო სომხურ მხარესთან, ირანში უნდა მიგვეწოდებინა ინტერნეტი და, ფაქტობრივად, ინტერნეტის მხრივ ჩვენ ვხდებოდით დამოუკიდებლები როგორც რუსეთისგან, ასევე თურქეთისგან. პირიქით, ჩვენზე დამოკიდებულები ხდებოდნენ სხვა ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს დიდი სახელმწიფო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ სააკაშვილი ყოველი ჯიხურის გახსნაზე მიდიოდა და ეს შუქდებოდა, როგორც საქართველოს ეკონომიკური წინსვლის მაგალითი, წარმოიდგინეთ, სააკაშვილი და პრემიერი კი არა, თუ არ ვცდები, მაშინ ეკა შარაშიძე იყო ეკონომიკის მინისტრი და უბრალო მთავარი სპეციალისტიც კი არ გამოუგზავნიათ ამხელა პროექტის პრეზენტაცაიზე. მაშინვე დავასკვენი, რომ „კავკასუს ონლაინის“ თავზე შავი ღრუბლები იყრიდა თავს.

Presa.ge-ზე გვქონდა ერთადერთი რეკლამა, „კავკასუს ონლაინის“ რეკლამა, რაც ჰყოფნიდა მინიმალურ ჰონორარებსა და ჰოსტინგს, მაგრამ „კავკასუს ონლაინის“ თავზე როცა შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი, მამია სანადირაძემ შემომთავაზა, presa.ge -ს დომენი გადმოვიდეს „კავკასუს ონლაინის“ ბალანსზე, შენ და შენი ჟურნალისტები გაფორმდებით, როგორც „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომლები, მთლიანად რეკლამა იქნება ჩემი, მაგრამ ხელფასებს გადაგიხდითო. ეს ჩემთვის მისაღები იყო, რადგან რეალურად, განვითარების პერსპექტივა არ გქვონდა. ჩვენთან „ნაციონალების“ მხრიდან აკრძალული იყო რეკლამის მოტანა, პლუს არასამთავრობო ორგანიზაციების და ფონდების მხრიდან აკძალული იყო რაიმე სახის გრანტის მიღება. ამიტომ ამ მხრივ პერსპექტივა არ იყო. მამია სანადირაძე არცერთ კერძო საუბარში არ მალავდა კრიტიკულ დამოკიდებულებას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ. ასე რომ, ეს იყო ჩემთვის კომფორტის ზონა. დავთანხმდით და ავმუშავდით. ამასობაში ისევ გრძელდება „კავკასუს ონლაინის“ პრობლემები. „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით დაიწყო ასეთი რამ: „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები დადიოდნენ სახურავებზე, მერიის თანამშრომლებს ხელში ეჭირათ ნაჯახი. „სილქნნეტის“ თნამშრომელი ეუბნებოდა მერიის თანამშრომელს, ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერიო. ცხადია, იმ კორპუსში ინტერნეტი ითიშებოდა. „კავკასუს ონლაინიდან“ ჯგუფი იგზავნებოდა ოპერატიულად, ხდებოდა კაბელის აღდგენა, მაგრამ მეორე დღეს ისევ იჭრებოდა“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

იაკობაშვილის თქმით, „კავკასუს ონლაინი“ მეორედ დააჯარიმეს მაშინ, როცა კომპანიამ იურიდიული მისამართი შეიცვალა და რეესტრისთვის შეტყობინება ერთი საათით დააგვიანა.

„დღეს ყველანი, ფაქტობრივად, ინტერნეტზე ვართ დამოკიდებულები. მთავრობამ მაშინ მამია სანადირაძეს უთხრა, რომ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს. ამ დროს ადამიანები იყვნენ კმაყოფილები და თვლიდნენ, რომ ეს ფული ბიუჯეტში არ მიდიოდა. ისინი თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და იქნებოდნენ უკეთესად. კიდევ ერთი ჯარიმა, ოფიციალური მისამართი შეიცვალა „კავკასუსმა“. რეესტრში უნდა აცნობო, როცა იურიდიული მისამართი იცვლება. თუ არ ვცდები, ერთი საათით დააგვიანა და 300 000 დოლარი გამოუწერეს ჯარიმა. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ამასთან, კომისიის სხდომაზე გიორგი იაკობაშვილმა გაიხსენა, რა მოვლენები განვითარდა „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით მას შეწმდეგ, რაც დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ შავ ზღვაში ინტერნეტკაბელი ჩადო.

„2008 წლის განმავლობაში მამია სანადირაძემ შეძლო, მოეზიდა ინვესტორები და შავ ზღვაში ჩადო ინტერნეტ კაბელი. ეს იყო უნიკალური კაბელი, რომელიც, თუ არ ვცდები სინგაპურს აკავშირებდა ვიღაცასთან და იყო შავ ზღვაში ჩადებული. ბევრი იწვალა, გააკეთა, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, მაგრამ ფოთამდე რომ მოვიდა, ფოთიდან-თბილისამდე უკვე დაკავშირება აუკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებამ, მთავრობამ. ალბათ ვიღაცა იყო დაინტერესებული, ცხადია ამის გარეშე არაფერი კეთდებოდა. შესაბამისად, ეს პროექტი შეჩერდა, თუმცა „კავკასუსმა“ მაინც მოახერხა და ამის პრეზენტაცია გააკეთა, რადგან თვლიდა, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი ჩაირთვებოდა. თან გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ მოლაპარაკებებიც იყო დასრულებული აზერბაიჯანთან, საქართველოს საშუალებით ინტერნეტი უნდა მიწოდებულიყო ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. მოლაპარაკებები დასრულებული იყო სომხურ მხარესთან, ირანში უნდა მიგვეწოდებინა ინტერნეტი და, ფაქტობრივად, ჩვენ ინტერნეტის თვალსაზრისით ვხდებოდით დამოუკიდებლები როგორც რუსეთისგან, ასევე თურქეთისგან. პირიქით ჩვენზე დამოკიდებულები დამოკიდებულები ხდებოდნენ სხვა ქვეყნები. კარგი გაგებით ვამბობ ამას. ეს, რა თქმა უნდა, დიდ სახელმწიფო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული და ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ სააკაშვილი ყოველი ჯიხურის გახსნაზე მიდიოდა, ეს შუქდებოდა, როგორც საქართველოს ეკონომიკური წინსვლის რაღაც მაგალითი, წარმოიდგინეთ, არც სააკაშვილი და არც პრემიერ- მინისტრი, ის კი არა, ეკა შარაშიძე იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი და უბრალოდ, მთავარი სპეციალისტიც კი არ გამოუგზავნიათ ამხელა პროექტის პრეზენტაციაზე. მაშინ დავასკვენი, რომ „კავკასუს ონლაინის“ თავზე შავი ღრუბლები თავს იყრიდა“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი