პარლამენტში, წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. განხილვის თემა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები იყო.
ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ 2011 წლის 26 მაისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, გაიხსენა სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დარბევის ფაქტები, კონკრეტულად აღწერა გამიზნულად როგორ დააზიანა, ცემა და დაცხრილა სპეცრაზმმა თავად სივსივაძე და მისი კოლეგა, იმის მიუხედავად, რომ როგორც ჰყვება მათ აცნობეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ.