უკრაინის სამხედრო სასროლეთზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, წვრთნების დროს ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10 დაშავდა, განაცხადა უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ. ქვედანაყოფის მეთაური თანამდებობიდან გადააყენეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონში, საწვრთნელ ბანაკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 70-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 20 ინსტრუქტორი.