გირაოს გადახდის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები

22 მაისი 2025, 14:05 107 ნახვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. პაატა მანჯგალაძის განმარტებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაშაძემ აღნიშნული გირაო გადაიხადოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადაიხდის  თუ არა ვაშაძე გირაოს, ეს მისი გადასაწყვეტია.

მათი თქმით, მთავარია გააგრძელოს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში ვაშაძეს სასამართლო უფრო მკაცრ ღონისძიებას გამოიყენებს. 

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ამ წუთებში  თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. მას  სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში