საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სხვადასხვა ქვეყანაში

23 მაისი 2025, 11:18 101 ნახვა

მსოფლიოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ჟენევაში. ღონისძიებაზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“, ხოლო ქართულმა სიმებიანმა კვარტეტმა შეასრულა ქართული კლასიკური ნაწარმოებები.

ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილია ქართული კულტურის, ენის, ისტორიის და არქიტექტურის ამსახველი ფოტოები.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღში. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში