კონსტიტუციურია თუ არა პატიმრების შემოწმებისას მათი გაშიშვლება?

08 მაისი 2017, 00:00 2368 ნახვა

კონსტიტუციურია თუ არა პატიმრების შემოწმებისას მათი გაშიშვლება?   ამ საკითზე მსჯელობა დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლომ. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში   მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილმა შეიტანა. ფარჩუკაშვილი სარჩელში ამტკიცებს, რომ  სასჯელაღსრულების სამინისტროს  ბრძანება, რომელიც ატიმრების შემოწმების მიზნით მათ გაშიშვლების უფლებას იძლევა არაკონსტიტუციურია.  

მოსარჩელე ფიქრობს, რომ  პატიმრის გაშიშვლებით ირღვევა ადამიანის უფლებები და  ეს არის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი ქმედება. მოდავე მხარე ამტკიცებს, რომ პატიმრის შემოწმება შეიძლება სხვა მეთოდებითაც, მათ შორის სკანერით.

 გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.  

ამავე კატეგორიაში