საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

11 ივლისი 2025, 14:08 98 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული  11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ყველა  ბრალდებული  რევაზ კიკნაძის გარდა, რომელიც მოსამართლემ დაუმორჩილებლობის მიზეზით, რამდენიმე სხდომის წინ გააძევა.

დღევანდელ სხდომაზე გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი გამოიკითხა, რომელსაც აღნიშნულ საქმეში  დაზარალებულის სტატუსი აქვს. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევამდე ბრალდებულების ადვოკატებმა მოსამართლეს საერთო განცხადებით მიმართეს და განუმარტეს, რომ ისინი შსს-ს ოპერატორთა ჩვენებებს უდავოდ ხდიან, თუმცა ბრალდების მხარეს მათი გამოკითხვა მაინც სურს. 11-ვე დაკავებულს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს გამოძიება  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში