26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
ერთ საათში ოფიციალური ღონისძიება დაიწყება დედაქალქში. საზეიმო ღონისძიებაზე, ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. წელს, წვევამდელთა ეროვნულო სამხედრო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები საზეიმოდ ფიცს დადებენ ისტორიულ ადგილებზე. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
დედაქალაქის პარალელურად, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, საბავშვო ზონა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მოწყობილია დროშების ხეივანი და დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხე. ღონისძიებები დაგეგმილია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.