ოზურგეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
26 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ენერგეტიკის სივრცე მოეწყო ,სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს შეეძლო მიეღო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.