უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

27 მაისი 2025, 15:55 175 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარმოდგენილ არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად, 89 ხმით დაუჭირა.

მოსამართლეობის კანდიდატის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კენჭსაყრელად პლენარულ სხდომას წარედგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არჩილ კოჭლამაზაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში