იემენელი ჰუსიტების ლიდერმა სანას აეროპორტის დაბომბვა დაგმო

29 მაისი 2025, 09:33 175 ნახვა

იემენელი ჰუსიტების ლიდერმა, სანაას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები დაგმო, რამაც იემენის ავიახაზების თვითმფრინავის განადგურება და ოპერაციების შეფერხება გამოიწვია. ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში ალ-ჰუსიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ჯგუფის მხარდაჭერა პალესტინელების მიმართ.

ისრაელმა განაცხადა, რომ მან ჰუსიტების სამიზნეები დაბომბა, მათ შორის სანაას საერთაშორისო აეროპორტში დაჯგუფების მიერ გამოყენებული ბოლო დარჩენილი თვითმფრინავი, მას შემდეგ, რაც იემენელმა მებრძოლებმა ერთი დღით ადრე ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.

იემენის ყველაზე დიდი აეროპორტი ისრაელის  დარტყმების შემდეგ დროებითი რემონტისა და ასაფრენი ბილიკის აღდგენის შემდეგ გასულ კვირას გაიხსნა. მას ძირითადად გაეროს თვითმფრინავები იყენებდნენ.  ამ თვის დასაწყისში თავდასხმის დროს იემენის ავიახაზების სამი თვითმფრინავი განადგურდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში