კრემლმა კიევს მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ჩატარება სტამბოლში 2 ივნისს შესთავაზა

29 მაისი 2025, 14:05 133 ნახვა

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი  2 ივნისს, სტამბოლში გაიმართება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისგან ამ შეთავაზებაზე ჯერ პასუხი არ მიუღიათ. მისივე თქმით, ახლა მთავარი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ ჩვენი წინადადება ნათლად იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში