რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში ხვალ გაგრძელდება

01 ივნისი 2025, 10:58 497 ნახვა

რუსეთ-უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. შეხვედრა 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება.

შუამავლის როლში მყოფ ანკარასთან ერთად პროცესს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები დაესწრებიან. კრემლიდან სტამბოლში ჩასულმა მომლაპარაკებლებმა უკრაინას მემორანდუმი უნდა წარუდგინონ.

რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში და რას ითხოვს პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ, უცნობია. თუმცა ცნობილია უკრაინის პოზიცია, რომელიც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, ხმელეთზე, ცასა და ზღვაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი