რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის, მათ გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ - ზელენსკი

14 სექტემბერი 2025, 14:17 49 ნახვა

რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის. რუსულ დრონებს გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც პუტინს ომის დასრულებას აიძულებს.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომია. ყველა ხედავს, რომ რუსული დრონები პოლონეთის წინააღმდეგ ასევე პუტინის ომია და ეს გაფრთხილებაა არა მხოლოდ პოლონელებისთვის, არამედ ევროპაში ყველასთვის. რუსულ დრონებს შეუძლიათ გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა. ეს უკვე ძალიან გრძელი ომია რუსეთისთვის – მისი ამბიციებისთვის, მისი შესაძლებლობებისთვის, მისი ბიუჯეტისთვის, რაც ნიშნავს რუსულ ნავთობს, რუსულ გაზს, რუსულ ურანს, რუსულ რესურსებს, რითიც პუტინს ფულს შოულობს. მე ვთხოვ ყველა პარტნიორს, შეწყვიტონ საბაბების ძებნა, რომ არ დააწესონ ესა თუ ის სანქცია – ვთხოვ ყველას – ევროპას, შეერთებულ შტატებს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს, მშვიდობა არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ ომიდან მშვიდობამდე და სანქციები ამ გზის ნაწილია. თუ პუტინს არ სურს მშვიდობა, ის უნდა აიძულონ. პუტინის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ის მას ვეღარ გააგრძელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი