ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს წევრ ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს

15 სექტემბერი 2025, 09:54 91 ნახვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი მწვავე საფრთხეს წარმოადგენს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის და ევროპა თავდაცვის შესაძლებლობების აღდგენის მხოლოდ დასაწყისშია.

კრისტენ მიხალი ნატო-ს მოკავშირე ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს დაიწყონ იარაღის შესყიდვა და უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების ჩამორთმევა.

პრემიერი აღნიშნავს, რომ რუსეთს იმაზე მეტი შეიარაღებული ადამიანი ჰყავს, ვიდრე ომამდე ჰყავდა, ისინი მაღალ ხელფასს იღებენ, საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ, ზოგიერთი მათგანი კი კრიმინალია. მისი თქმით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის კრემლის შეკავებისთვის საჭირო სამხედრო ძალის განვითარებისგან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი