ევროპარლამენტის ქვეკომიტეტის სხდომა

03 ივნისი 2025, 19:58 217 ნახვა

ევროპარლამენტში ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტარებთან ერთად, სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია და ქეთი ქერაშვილი.
ლაშა ბუღაძის განცხადებით, „საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანი უნდა იყოს“. ბექა ყორშიას განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა.
ამასთან, ქეთევან ქერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ „საქართველო თუ დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში, ეს ევროპის მომავლის ნაწილის დაკარგვა იქნება“.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში