ტრამპი-პუტინის რიგით მეოთხე სატელეფონო ზარი

05 ივნისი 2025, 10:04 173 ნახვა

ამერიკისა  და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რომელიც დაახლობით საათსა და ათ წუთს გაგრძელდა. სატელეფონო საუბრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით პუტინი აეროდრომებზე ბოლო თავდასხმების გამო პასუხის გაცემას გეგმავს.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იური უშაკოვმას  თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან  სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული კონფლიქტი განიხილა.

უშაკოვას ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინის მიერ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს.  

პუტინის თანაშემწის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგებზე და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლას უკრაინა კიევის რეჟიმის პირდაპირი ბრძანებით, სამოქალაქო სამიზნეებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმების განხორციელებით ცდილობდა. 

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს უკრაინის საკითხზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში