მუსლიმური სამყარო ყურბან ბაირამს აღნიშნავს

06 ივნისი 2025, 10:44 163 ნახვა

ყურბან ბაირამი აღნიშნეს აჭარის მუნიციპალიტეტებშიც. ხულოში, შუახევსა და ქედაში  მცხოვრები მუსლიმები მეჩეთებში  მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ. 

ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები წინაპართა საფლავების მოსანახულებლად მიდიან.   

ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ ქედაში. სოფელ გეგელიძეების მეჩეთში დილით ადრე სადღესასწაულო ლოცვა მეჩეთის წინამძღოლმა, გურამ ხალვაშმა, აღავლინა.

მრევლს დღესასწაული მიულოცა და რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და სიკეთე უსურვა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში