ცელიაკიის მესამე საერთაშორისო კონგრესი

07 ივნისი 2025, 14:41 190 ნახვა

ბათუმი ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესს    მასპინძლობს. ძირითადი  სამსჯელო თემა   ცელიაკიის  დროული  სკრინინგი და დიაგნოსტიკაა. კონგრესი  საერთაშორისო და ეროვნულ აკადემიურ-სამეცნიერო წრეებს, ცელიაკიის ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მართვის თანამედროვე სტრატეგიების გარშემო აერთიანებს .
ისაუბრეს   ცელიაკიის პედიატრიული  სკრინინგის  საპილოტე პროგრამის მნიშვნელობაზეც, რომელიც  ,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის” ინიციატივით აჭარაში   მიმდინარე წელს  ამოქმედდა. 
ცნობისთვის, ცელიაკია აუტო_იმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, მაგალითისთვის, ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში