ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს

15 ნოემბერი 2025, 11:05 103 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმება მზადდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აძლიერებს ავიაციას, ასევე მუშაობენ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტები აქვს დაგეგმილი 16 ნოემბერს საბერძნეთში, 17 ნოემბერს კი საფრანგეთში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე