პირველად საქართველოს ისტორიაში, ბათუმი ევროპის ღია თასს „დრაგონ ბოათში" მასპინძლობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებაში 27 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირი ბათუმში, ნურის ტბაზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება. შეჯიბრება ხელს შეუწყობს „დრაგონ ბოათის", როგორც გუნდური და სანახაობრივი სპორტის პოპულარიზაციას საქართველოში და ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.