საერთაშორისო კვირეული ბსუ-ში 

09 ივნისი 2025, 10:15 100 ნახვა

მეექვსე საერთაშორისო კვირეული იმართება ბსუ-ში, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით. უნივერსიტეტს კვირეულის ფარგლებში 12  უნივერსიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია. 

5 დღის განმავლობაში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პარტნიორი ქვეყნების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვედრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პირებთან და სტუდენტებთან გამართავენ. 

კვირეული მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას, ასევე ხელშეკრულებების ხელმოწერას, მომავალში თანამშრომლობის მიზნით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში