საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი არხის ჟურნალისტს, მაკა ლაშხიას თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირი ჩართვის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში აქტივისტებმა ხელი შეუშალეს.
მაკა ლაშხია სასამართლოდან მათე დევიძის პროცესს აშუქებდა.