ფართომასშტაბიანი ვიზიტი უნგრეთში დასრულებულია, მრავალფეროვანი შეხვედრები სამინისტროების დონეზე და საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეთანხმებები და ერთობლივი განცხადებები, ასეთია ვიზიტის შედეგი, რომლის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონზე გადავიდა და კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.
პრემიერ-მინისტრებმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს, სადაც აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მსგავსს სიტუაციაშია ბრიუსელის ბიუროკრატიასთან უსამართლო და ცალმხრივ პოზიციაში, სადაც როგორც ორივე პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს მხოლოდ იმიტომ ერჩიან, რომ არ მოსწონთ უნგრელი და ქართველი ხალხის არჩევანი.