ისრაელსა და ირანს შორის არსებული სამხედრო დაპირისპირების გამო ბათუმიდან თელავივის მიმართულებით უკვე მესამე დღეა დაგეგმილი რეისები უქმდება. დღეს ბათუმიდან თელავივის მიმართულებით 5 რეისი უდნა შესრულებულიყო. ასევე არ შესრულებულა დაგეგმილი ხუთი ფრენა თელავივიდან.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავივის მიმართულებით გაუქმდა 5 რეისი. ასევე შექმნილი ვითარების გამო არ შესრულდა დაგეგმილი 5 ფრენა თელავივი თბილისის მიმართულებითაც. გარდა ამისა რეისები ვერ შესრულდა დუბაიდან, თეირანიდან, შარჟადან და აბუ დაბიდან- ჯამში 11 რეისი გაუქმდა.