ADB-ს პროექტის ფარგლებში, სემეკში მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

27 სექტემბერი 2025, 13:59 56 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისთვის. სემეკის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები.

 

შეხვედრის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სატარიფო რეგულირების პრინციპების, მარეგულირებელი აუდიტისა და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის, საქმიანობის განცალკევების, ლიცენზირების, ნორმატიული დანაკარგების დადგენის, მომსახურების ხარისხის რეგულირებისა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე