საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“

27 სექტემბერი 2025, 17:51 100 ნახვა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დასრულდა. ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა ლიტერატურათმცოდნე ანდრო ბედუკაძის საჯარო ლექცია თემაზე  „ილია როგორც კულტურათაშორისი დიალოგის სტიმულატორი“.

ღონისძიება ერთობლივი პოეზიის საღამოთი გაგრძელდა, ხოლო ფესტივალის ოფიციალური დახურვა დაჯილდოებითა და კონცერტით აღინიშნა. „ზე-კართან“ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალია და წელს მეცამეტედ ჩატარდა.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე