მოქალაქე სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

27 სექტემბერი 2025, 15:23 846 ნახვა

ჰაიდარ აბაშიძის 68 ნომერში მცხოვრები მაგული ბერიძის ოჯახი  სახლთან ახლოს დაწყებულ მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობს, ოჯახი ამბობს რომ კორპუსის მშენებლობის შედეგად სახლს ბზარები გაუჩნდა, დაზიანდა წყლის სისტემა და საძირკველი დაიბზარა, ასევე კომპანიამ "LLj-იმ აითვისა საფეხმავლო ბილიკი და მშენებლობა სახლიდან 40 სანტიმეტრში  ოჯახთან შეუთანხმებლად დაიწყო .

ოჯახმა მიმართა მუნიციპალურ ინსპაციას, ზედამხედველობის სამსაზურს და მერიის შესაბამის ყველა უწყებას, ახლა სახლის მდგომარეობას სწავლობს სამხარაულის ექსპერტიზა და დაწყებულია სამარათლებრივი დავაც.საკითხთან დაკავშირებით მშენებარე კომპანიაში "LLj" ში განმარტავენ რომ მშენებლობას კანონის შესაბამისად აწარმოებენ  და   დაცული აქვს დისტანცია. საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურიდან კომენტარს ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე