ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო თავად ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა საელჩოს შენობა, თუმცა დაზიანებულია რამდენიმე სხვა ნაგებობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ეტაპზე არ ვრცელდება.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
რამდენიმე ადგილზე ჰაერში განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქ ხულონში, რამაც გამოიწვია ხანძარი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. ვრცელდება ინფორმაციები დაშავებულების შესახებაც. არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევას საავადმყოფო – სოროკას სამედიცინო ცენტრი –ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.