"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განცხადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ.
"საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…
თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო…
არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ-ხოლმე…"- წერს მამუკა მდინარაძე.