საზღვაო ტურისტული სეზონი ხვალ გაიხსნება

20 ივნისი 2025, 11:55 196 ნახვა

„ზაფხული იწყება აქ''  - ზღვისპირა ქალაქში, საზღვაო ტურისტული სეზონი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით  დილიდან სამზადისია.  

მოეწყობა სცენა, ასევე დამონტაჟდება  სპეციალური დახლები, სადაც მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას შეძლებენ.  

დაგეგმილია ერთ საათიანი კოსტიუმირებული მსვლელობა, რომელიც ბათუმის ბულვარში დაიწყება და საფესტივალო სივრცეში დასრულდება.

მუსიკოსები სცენას საღამოს 19:00 საათიდან დაიკავებენ, ღონისძიებები  ხვალ დილიდანვე დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.  

„ზაფხული იწყება აქ'' - ფესტივალი ბათუმიდან ქობულეთში გადაინაცვლებს, სადაც არაერთი კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში