“ფსიქოთერაპია ღირსებით — ლოგოთერაპია პრაქტიკაში“ — ამ სახელწოდების საჯარო ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრაზე ფსიქოლოგმა ნინო ბერძენიშვილმა ელიზაბეტ ლუკასისა და ჰაიდი შიონფელდის ერთობლივი ნაშრომი — „ფსიქოთერაპია ღირსებით“ წარადგინა.
ლექციაზე მსმენელებმა ტრავმის, შიშის და გლოვის დაძლევის პრაქტიკულ გზებზე მიიღეს ინფორმაცია. ნინო ბერძენიშვილის საჯარო ლექციები ბათუმში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.