სოლიდარობისა და თანადგომის ახალი ცენტრი ბათუმში

21 ივნისი 2025, 11:16 101 ნახვა

გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმში სოლიდარობისა და თანადგომის ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელებს დაეხმარება.

ბათუმის უკრაინულ  სახლს  არასამთავრობო ორგანიზაცია „Unite Together“ გაუძღვება, რომელიც  დასავლეთ საქართველოში მოქმედ უკრაინულ ორგანიზაციებსა და ბიზნესებს სხვადასხვა სახის იურიდიული თუ ჰუმანიტარული სერვისების შესახებ ინფორმაციას შესთავაზებს.

უკრაინულ სახლში სოციალური და კულტურული ღონისძიებები და ლტოლვილებისთვის განკუთვნილი შეხვედრები გაიმართება.

ცენტრის გახსნას, გერმანიისა და უკრაინის საელჩოების, დიპლომატიური მისიების, გაეროს განვითარების პროგრამის, „ქეა კავკასიასა“ და უკრაინული სათემოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს და უკრაინელ ხელოვანთა წარმოდგენას დაესწრნენ.

ბათუმის უკრაინული სახლი 2023 წელს თბილისში გახსნილი ჰაბის წარმატებას ეყრდნობა და მსგავსი მოდელის მიხედვით იმუშავებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში