აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

22 ივნისი 2025, 08:26 172 ნახვა

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტყობინება.

ტრამპის თქმით, ირანმა ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი დარტყმები იქნება ბევრად დიდი და უფრო მარტივი.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვა ამერიკული ბომბდამშენების მიერ ირანული ბირთვული ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გააკეთა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია.

“ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მასშტაბური, ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის რეჟიმის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე: ფორდოუზე, ნატანზსა და ისპაჰანზე.

 

წლების განმავლობაში ყველას ესმოდა ეს სახელები, როდესაც ისინი ამ საშინლად დამანგრეველ საწარმოს აშენებდნენ.

 

ჩვენი მიზანი იყო ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების განადგურება და ბირთვული საფრთხის დასრულება, რომელსაც მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფო ქმნის.

 

დღეს საღამოს შემიძლია მსოფლიოს ვაცნობო, რომ დარტყმები სანახაობრივი სამხედრო წარმატება იყო.

 

ირანის ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად და საბოლოოდ განადგურდა.

 

ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით მასშტაბური და გაცილებით მარტივი იქნება.

 

ირანს მშვიდობის დამყარება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი თავდასხმები კიდევ უფრო დამანგრეველი და ბევრად უფრო ადვილი იქნება.

 

მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს, ჩვენ გუნდურად ვიმუშავეთ, ისე, როგორც აქამდე შესაძლოა, არცერთ გუნდს არ უმუშავია.

 

40 წლის განმავლობაში ირანი ყვიროდა „სიკვდილი ამერიკას!“ “სიკვდილი ისრაელს!“ ისინი ხოცავდნენ ჩვენს ხალხს, გზისპირებზე ბომბეს უფეთქებდნენ ხელებსა და ფეხებში. ეს მათი სპეციალობა იყო.

 

ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა სიძულვილის გამო ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი გენერალ ყასემ სოლეიმანის მიერ.

 

დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ამას არ დავუშვებდი. ეს აღარ გაგრძელდება.

 

ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ისრაელისთვის ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სამხედროებს შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის და რაც მთავარია, მინდა მივულოცო ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც დღეს საღამოს ეს ბრწყინვალე მანქანები გამოიყენეს, მთელ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ოპერაციისთვის, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს.

 

ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან მშვიდობა იქნება, ან ირანისთვის იქნება გაცილებით დიდ ტრაგედია, ვიდრე ის, რაც ბოლო 8 დღის განმავლობაში ვნახეთ.

 

თუ მშვიდობა სწრაფად არ დამყარდება, ჩვენ სხვა სამიზნეებს სწრაფად და ოსტატურად დავესხმებით.

 

არ არსებობს სამხედრო, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ის, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ.

 

მინდა ვთქვა: მადლობა ღმერთო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი დიდი არმია, გვინდა მისი დაცვა.

 

ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი და ღმერთმა დალოცოს ისრაელი", - აცხადებს ტრამპი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში