ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის მიერ, ირანის ბირთვული იბიექტების დაბომბვის შემდეგ განაცხადა.
არაღჩის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აშშ-მა უხეშად დაარღვია გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება.
„ამ დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ ექნებათ გრძელვადიანი შედეგები. გაერო-ს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური ქმედებით. გაერო-ს წესდების და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის ლეგიტიმური პასუხის უფლებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასახავად”, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.